სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედამ, ლიკა გუნცაძემ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის პოზიციიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების თაობაზე საუბრის დროს, ტვ პირველთან განაცხადა:
უკვე დიქტატურაში ვართ, უკვე რუსეთში ვართ. რა უნდა ვთქვა, სჯიან იმისთვის, რომ სწორ მხარეს იდგა, სჯიან იმისთვის, რომ კეთილშობილი ადამიანია, სჯიან იმისთვის რომ დაუდგა თავის კოლეგებს, მეგობრებს გვერდში. სჯიან პატრიოტიზმისთვის, კარგი ადამიანობისთვის. ახლა ამისთვის ისჯება ხალხი. ეს არის 37 წელზე უარესი. რაღაც კატასტროფაში ვართ. არაფერს კარგს არ ველოდები ამათგან, როგორ შეიძლება კარგს ველოდე მათგან. ბოლშევიკების შთამომავლები არიან ესენი და ჯალათები, რას უნდა ველოდებოდე კარგს.
ეს სფერო არის აქტიური, ეს სფერო არის პატრიოტი. კინო, თეატრი, მსახიობები , რეჟისორები ისინი დადგნენ ყველაზე უფრო მაგრად მათ წინააღმდეგ. წინააღმდეგობა ჰქონდათ ამათგან და ამიტომ ისჯებიან. ბარემ იარაღი აიღონ და დაგვხვრიტონ ყველა. მის ადგილას ვინც დაჯდება, ის იქნება მონა და მოღალატე და კომპრომისტი, აბსოლუტურად მორალს მოკლებული ადამიანი. ახლა მე მგონია, რომ ყველაფერი უნდა გაჩერდეს და გამოუცხადოს სოლიდარობა. ვერ გაგვაჩუმებენ, მე აღარ მაქვს არაფერი დასაკარგი, ჩემი შვილი ციხეში ზის”
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კომენტარები