ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი;
,,ალბათ ნახეთ ვაგნერელების ვიდეო, მუქარა საქართველოს მიმართ და მოშარდვა საქართველო–ევროკავშირის დროშებზე. ახლა მისმინეთ მათ, ვინც ემოციურად მართლაც მოექეცით ქართული ოცნების პროპაგანდის გავლენის ქვეშ, შეგეშინდათ ომის და ტაში უკარით ოცნების ვითომ მშვიდობიან და სინამდვილეში მოღალატეობრივ პოლიტიკას. სწორედ თქვენისთანებზე დაყრდნობით გვტენის ოცნება რუსეთში, თქვენს უტვინობაზე დაყრდნობით. ახლა გახსენით ტვინები და წარმოიდგინეთ: როდის უფრო დაცული ხარ, როცა მოძალადესთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობ, თან არც მეზობელი და არც კეთილმოსურნე გყავს გარშემო ვინმე, რომ დაგიცვას, თუ მაშინ, როცა მოძალადეს აკრძალული აქვს შენთან მოახლოება, კარგად დაცულ ოჯახში და სამეგობროში ხარ გამაგრებული, რომელიც ყოველთვის დაგიცავს, თუ ვინმე შენზე ძალადობას გაბედავს. ამ მარტივ ამოცანას თქვენი დახშული ტვინებიც ადვილად ამოხსნის მგონი. უკვე შეგვასახლეს ქოცებმა მოძალადესთან ერთ ჭერქვეშ, ჩამოგვაშორეს ახლობლები და კეთილისმსურველები, როცა ადრე რუსეთი ამაზე ოცნებასაც ვერ გაბედავდა. და ახლა რაც მოგველის ადვილი წარმოსადგენია. ჯერ სად ვართ, მალე კადიროვიც მოგვიძღვნის ვიდეოებს. და მარტო ვიდეოებს არ გვაკმარებს. სამშობლოს ღალატის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ყველას მოგეთხოვებათ პასუხი, აქტიურ თუ პასიურ ქოცებს. საკუთარი შვილები მაინც როგორ არ გეცოდებათ თქვე ნაძირლებო!”
კომენტარები