ანალიტოკოსი გია ხუხაშვილი:
,,როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირადობის მოწმობებით და საერთოდ პირადი მონაცემებით მანიპულირებაზე, მგონი ყურადღების მიღმა გვრჩება ამ ტიპის ქმედების ყველაზე დიდი გარანტირებული სეგმენტი, ნამდვილი საარჩევნო ბეღელი, რომელიც ძალიან მარტივი ასათვისებელი იყო.
ეს გახლავთ, რუსეთში ლეგალურად, ნახევრად ლეგალურად, თუ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ჯამური რაოდენობა სხვადასხვა მონაცემებით თითქმის 500.000 ადამიანს უახლოვდება.
მოლდოვისგან განსხვავებით ФСБ-ს არ სჭირდებოდა რუსეთში მყოფი ემიგრანტების “გადასხმა” ბელორუსსა, თუ სომხეთში ხმის მისაცემად. საკმარისი იყო მათი მონაცემთა ბაზების საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემა, რომელიც ამას შემდგომში გამოიყენებდა.
ახლა მითხარით – ვის გჯერათ, რომ ФСБ-მ და სუს-მა ეს არ იკადრეს?!”
კომენტარები