“ალია” აგრძელებს სოციალურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, გაგაცნობთ, დამწყებ კომპანიებს და მათი საქმიანობის შესახებ გიამბობთ.
ამჯერად, წარმოგიდგენთ „პროფლიაინ ჯორჯიას“, რომელიც ახალშექმნილია, მაგრამ უკვე იწყებს ბაზრის დაპყრობას, დედა სილინას საოცრების დახმარებით. ვინ არის დედა სილინა, რა სასწაულებს ახდენს, რამდენად ეკონომიურია და საიდან ჩამობრძანდა, ამას კომპანიის დირექტორი გვიამბობს.
შპს „პროფლიაინ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი, ქეთი მახათაძე:
საქართველოზე შეყვარებული ლიეტუველი ბიზნესმენი დამიკავშირდა და თავისი იდეის შესახებ მომიყვა, მას მოვლილი ქონდა საქართველო და ზუსტად იცოდა, თუ რას ვიყენებდით ქართველი ქალები ჩვენი სახლისა და გარემოს დასასუფთავებლად. წუხდა და სულ იმას იმეორებდა, რომ საშინლად ვვნებდით ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, ასევე გარემოსა და ეკოლოგიას.
სწორედ ჟანმა შემომთავაზა, ვყოფილიყავით პირველები და ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა ნამდვილი ევროპული ხარისხის, ევროპაში წარმოებული, 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბრენდი „სილი“ და „პროფლაინი“ რომელიც საოჯახო დასუფთავების სფეროში ლიდერია, გაყიდვების კუთხით, ლიეტუვისა და ლატვიის ბაზარზე. კომპანიის მფლობელი გახლავთ ისლანდიური ჰოლდინგი და სწორედ მათი პროფესიონალიზმით იწარმოება პროდუქცია 1921 წლიდან.
სრულიად უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიულია „სილისა“ და „პროფლაინის“ პროდუქცია, მათი შემადგენლობიდან სრულიად ამოღებულია ფოსფატი და ქლორი, რომელიც დამანგრევლად მოქმედებს თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე. პროდუქციის მოხმარებას მწარმოებლები ხელთათმანების გარეშე გვირჩევენ, რადგან მაგ. ჭურჭლის სარეც ჟელეში სპეციალურად დამატებულია ალოეს ბუნებრივი კომპონენტი, რაც ხელის კანს არბილებს და ხდის ელასტიურს. ასევე პროდუქციას არ გააჩნია არანაირი სუნი, ამიტომ თუ ადრე, დასუფთავების შემდეგ, მიწევდა სახლის საათობით განიავება, ეხლა ეს პრობლემა სრულიად მოხსნილი მაქვს.
ასევე, მინდა აღვნიშნო პროდუქციის ეკონომიურობა. მაგალითად 3 ლიტრიანი სარეცხის სითხე შეგვიძლია გამოვიყენოთ 72-ჯერ გარეცხვისთვის, გამოდის რომ, ერთი რეცხვა დაახლოებით გვიჯდება 0.33 თეთრი!!! სამწუხაროა, რომ ხშირად ჩვენ არ ვაკვირდებით შეფუთვაზე წარწერას და არ ვიცით, თუ რამდენჯერ უნდა გამოვიყენოთ ესა თუ ის საშუალება.
ასევე იატაკის საწმენდი სითხე, რომლის 1 ლიტრიანი შეფუთვა წმენდს 3000კმ ნებისმიერი ტიპის იატაკს, შუშის საწმენდი 0.500მლ სითხე კი, წმენდს 250კმ ნებისმიერი ტიპის მინას, სარკეს და ა.შ.
პროდუქციის ასორტიმენტში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ: სამზარეულოს, აბაზანის, უნიტაზის, იატაკის, ფანჯრის მოვლისა და ნადების მოსაშორებელი საშუალებები. ჭურჭლის სარეცხი ჟელე, სარეცხის გელები ფერადი სამოსისთვის, უნევერსალური, ეფექტი, ლავანდა, ოკეანე, სკაი პერლი და პროფლაინის უნივერსალური სარეცხის სითხეები(1ლტ, 2ლტ, 3ლტ, 5ლტ შეფუთვებით)
სარეცხის საშუალებები ფხვნილის სახით ფერადი სამოსისთვის და ასევე უნივერსალური (0.400გრ და 1,5კგ შეფუთვები)
პროდუქციას გააჩნია ევროპის პირველი ხარისხისა (EURO 1) და აისო (ISO) სერთიფიკატი, რომელიც გარანტიაა იმ ხარისხისა, რაც არის ევროპულ ბაზარზე.
ჩვენ ქართველი ქალბატონები, დიასახლისები, დედები, მეუღლეები, ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ გვქონდეს ხარისხიანი პროდუქცია და თუნდაც დასუფთავების პროცესი იყოს სასიამოვნო, ჯანმრთელი და არატოქსიკური. გირჩევთ გამოიყენოთ და იგრძნოთ თავი ნამდვილ, ევროპელ ქალბატონად.
„პროფლაინ ჯორჯიას“ პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტთა ქსელში „უნივერსამი“, „ზღაპარი“, „ჟიბე“, „ლიდერფუდი“, „დომინო“, „ვენდუ“ ასევე უბნის, საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებსა და ბაზრობებზე.
შეგიძლიათ ისარგებლოდ გამოწერის სერვისით ნებისმიერი სავაჭრო ობიექტიდან.
„პროფლაინ ჯორჯია“ გისურვებთ ჯანმრთელობასა და სიმშვიდეს!
ხარისხი და შედეგი ერთ შეფუთვაში!
#გამოიყენეევროპული
#გაუფრთხილდიჯანმრთელობას
სოციალური რეკლამა