ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
სულ ბოლო მომენტამდე მქონდა იმედი, რომ ეს პიტალო ვიოლინო, რომელმაც ბევრჯერ შეარცხვინა მისი დიდებული დედაც, მისი დიდებული გვარიც და გენიალური ქვეყანაც, უარს იტყოდა ტახტზე უფროსი ვაჟის, ნამდვილად შესანიშნავი ახალგაზრდას, პრინც უილიამის სასარგებლოდ.
ისევე, როგორც ახლადშესვენებული დედოფლის ბიძამ თქვა 1936 წელს უარი ტახტზე ელისაბედის მამის სასარგებლოდ, რის შედეგადაც 1952 წელს მონარქი ელისაბედი გახდა.
ახლა მარტივი კითხვა მაქვს, სხვა უამრავ კითხვასთან ერთად: დედოფალი ვინ არის? `რა მოხელე ქალიაო` – იმერეთში რომ იტყოდნენ ხოლმე.
`კორნუელი` არა კვატი და `კონსორტი` კიდევ…..
უფრო რთული კითხვებიდან: ეს ვიოლინო (კვლავაც იხილეთ ფრირზის ბრწყინვალე ფილმი The queen) შეინარჩუნებს შოტლანდიას მომავალი წლის რეფერენდუმის შედეგად?
მეტი არაა ჩემი მტერი.
არა მგონია მეტისმეტად არაპოლიტკორექტული კითხვები იყოს. მათ შორის პირველი.
თუ ინგლისელებს სურდათ (არადა, ნამდვილად სურდათ) ახალი, მჩქეფარე ელვარება მიენიჭებინათ ამ დიდებული ტრადიციისათვის, რასაც ბრიტანული მონარქია ქვია და რაც საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენია უდავოდ, რაკი კაცობრიობის ისტორიაში ყოველივე საუკეთესოს (და არა ყოველივე ბნელის და ბინძურის) სიმბოლოდ აქცია აწ გარდაცვლილმა დიდებულმა ქალბატონმა, მაშინ სწორედ ეს ულამაზესი წყვილი უნდა გამხდარიყო სამეფო ოჯახი: უილიამი და ქეითი.
ახლა ყველაფერი უფრო ცუდისკენ წავა.
აი ნახავთ.
კომენტარები