ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე:
“პუტინი და პუტინის პროპაგანდისტები ისედაც ყვირიან რომ ნატოს ეომებიან “ჩვენ პრაქტიკულად ნატოს არმიას ვეომებით” და ასე აპრავებენ ყველა ბოლო დროინდელ წარუმატებლობებს.
ჰოდა, შეიძლება პოლონეთში ნასროლი რაკეტები ნატოს პროვოცირებისთვის იყოს განკუთვნილი.
თვითონ რუსებისთვისაც ცხადია რომ ომს აგებენ, (ამის მხოლოდ ალტ-ინფოს მაყურებელებს და ქართველი რუსეთუმეების არ სჯერად) ხოდა პუტინს ურჩევნია წააგოს ნატოსთან და ამით გაიმართლოს თავი ვიდრე წააგოს უკრაინასთან, მას კარგად ესმის რომ უმრაინასთან ომის წაგება მისი სიკვდილის თუ არა ძალაუფლების დაკარგვის ფასად მაინც დაუჯდება.
ახლა ყველაზე მეტად პუტინს აწყობს ნატოს ომში ჩართვა – ამით წაგებას გააპრავებს და ცოტა ხანს შეინარჩუნებს სკამს.”
კომენტარები