საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსთან“ შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე საუბრისას, თქვა:
„მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ ის ჯერ ოთხეული, შემდეგ ხუთეული და დანარჩენი ადამიანები, ვინც მათ გარშემო შეიკრიბნენ, ან დამოუკიდებელ პოლიტიკას ქმნიან, ან თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, ან რაიმე იდეოლოგიურ ხაზზე სხედან. ეს არის 100%-ით ივანიშვილის „ტრიუკი“ პროექტი და თუ მე ვხვდები ამდენს, დარწმუნებული ვარ, ბონი ჯენკინსს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს უკეთესად ეცოდინება. ბონი ჯენკინსის ჩამოსვლა ოთხეულის და ხუთეულის გამოყოფას, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ პოლიტიკას, რომელიც უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.
დარწმუნებული ვარ, შიდა საუბრებში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს არასწორად და შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი, ბოლო წლებს ვგულისხმობ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კურსის ცვლის აშკარა ნიშნები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ძალიან კარგად ჩანს.
ეს განაყოფი არ არის ბუნებრივი განაყოფი, ეს არის წინასწარ შეთანხმებული თამაშის ნაწილი და ამ თამაშს აწარმოებს „ქართული ოცნება“. „ყველაფერში ვთანხმდებით, უბრალოდ გამოხატვის ფორმებში გვაქვს სხვაობაო“, ხომ ამას ამტკიცებს კობახიძე? პირდაპირ რომ თქვას, არ ვეთანხმები და ეს ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობს და დასავლელ პარტნიორებთან საქმეს გვიფუჭებსო, ამომრჩეველი დაიბნევა და ვერ მიხვდება, ეს ჯგუფი „ქართულ ოცნებასთან არის თუ არ არის. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ მან შექმნას ორთავიანი ცხოველი, ორთავიანი გველეშაპი, რომელიც ერთ ტანზე ამოზრდილი ორი თავი იქნება, ვისაც როგორ აწყობს ისე ლაპარაკობს, მაგრამ ორივე თავს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, ოღონდ მთავარია ხალხმა დაიჯეროს, რომ ეს ორივე თავი ერთი და იგივეა. ჩემი აზრით ეს წინასაარჩევნოდ მზადებაც არის და ამ მზადებას წყალში გადაყრიან თუკი ღიად გაემიჯნებიან.
ახლა ქმნიან ორ „ოცნებას“ ერთი არის შედარებით კარგი „ოცნება“, მეორე შედარებით ცუდი „ოცნება“. ჩვენ შეიძლება ველოდოთ, რომ მომავალში უფრო მეტად მოახდინოს დისტანცირება „ხალხის ძალისგან“ და თქვას, რომ მე ვარ ნამდვილი პროდასავლური ძალა ამ ქვეყანაში და არა „ნაცმოძრაობა“ და მეორე „ოცნებამ“ თქვას, რომ ჩვენ ვართ ნამდვილი ქართული ძალა და სხვა არავინ“
კომენტარები