უკრაინის პრეზიდენტს თავი ღირსეულად უჭირავს – დადგა განსაცდელის წინაშე და ამ განსაცდელიდან არსად არ წასულა, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მასზე უკრაინის პრეზიდენტი სიმპატიურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
„თავი ღირსეულად, მხნედ უჭირავს – გამომეტყველებაც, განცხადებაც, შინაარსიც, აღმოჩნდა, რომ განსაცდელის დროს თავის ძალიან ღირსეულად დაჭერა შეუძლია“, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციებით მხოლოდ საკუთარი თავის დაზიანება შეგვიძლია და შეიძლება უკრაინელ ხალხს რაიმე სასარგებლოც ვერ მოვუტანოთ.
„შვეიცარიამ უარი თქვა, რომ რუს ჩინოვნიკებს წვდომა შეუწყვიტოს საბანკო ანგარიშებზე, ახლა რა ვქნათ, შვეიცარიის საელჩოს მოვუწყოთ საპროტესტო მიტინგი?! ასე ვირბინოთ უკრაინის დროშებით სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან?! ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს პათეტიკაა მხოლოდ ქართული პატრიოტიზმი?!. ჩვენს ახალგაზრდებს მინდა შევახსენო, რომ პატრიოტიზმი საკუთარი ქვეყნის სიყვარულს გულისხმობს და არა სხვისი ქვეყნის სიძულვილს. პატრიოტიზმი როგორ ესმით იცით, მიწა-წყალს რომ დაკარგავს, ამას უნდა დაარქვას გამარჯვება. ეს ის ხალხია,[„ნაციონალური მოძრაობა“] რომლებსაც გორი-თბილისის გზა რომ დარჩენოდათ, გორს ნიკოფსიას დაარქმევდნენ და თბილისს დარუბანდს და იტყოდნენ – საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადავჭიმეთო“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
კომენტარები