ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
,,დიდი ბოდიშის მოხდით, ახლა, როცა მაშველები და ექსკავატორების მძღოლები სპეცგანათებებით მუშაობენ და ციცხვის ყოველ ამოწევაზე, მინიმუმ, თმის ერთი ღერი უჭაღარავდებათ, ვისაც გეკონცერტებათ, გემწვადებათ, გეკოქტეილებათ და გეზღვავებათ, ჩემს თვალში (პირადი აზრია) ვერასდროს იქნებით ასოცირებული ადეკვატურ ადამიანებად, როგორი ახლობელივ უნდა იყოთ.
ამოტომ და აქედან გამომდინარე, ჩემთვის სულერთია, ვინ უსტვენდა ბლექ სი არენაზე იმ რუსს, დიადი ერის ძმობას რომ გვტენიდა ცხვირში, თუნდაც ვინმეს რომ რუსული ხომალდის მიმართულებით გაგეშვათ, მაგასაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგნ ვინც ახლა ისეთ სიმღერას უსმენს, რომელიც თვალზე ცრემლს არ მოგგვრის, ჩემს თვალში ვერასდროს გახდება დასაფასებელი პიროვნეაბა.
გმადლობთ, ნახვამდის,
მე ცოტას წავუძინებ და, იმედია, სიზმარში ამღერებული ან მსტვენარი “ბლექ სი არენა” არ დამესიზმრება – პო ხუი მნე, მღეროდა თუ უსტვენდა დარბაზი – სავსე კი იყო…
გმადლობთ, ნახვამდის…”
კომენტარები