გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
“თავი რომ გაითავისუფლო, უნდა იცოდე რა ბორკილი გადევს.
უნდა იცოდე რისგან და ვისგან გჭირდება თავის გათავისუფლება.
მიხეილ სააკაშვილმა თავის ჩამოსვლით აი ეს გაიგო, თუ ვისი და რისი ბორკილისაგან და ბალასტისაგან არის საჭირო გათავისუფლება.
მიხეილ სააკაშვილი ალბათ დიდი პროცენტულობით იყო დარწმუნებული იმაში, რომ მას საქართველოში არავითარი ბორკილი არ ჰქონდა, გარდა იმ მოსალოდნელისა, რომელსაც მაჯაზე დაადებდა ბიძინა.
ის დარწუნებული იყო ალბათ იმაშიც, რომ ამგვარი ბორკილის დადებამდე საქმე არ მივიდოდა და სხვა ბორკილი და ბალასტი მას საქართველოში მის სამძიმედ არ ეგულებოდა.
აღმოჩნდა სხვანაირი სიტუაცია.
ახლა მიხეილ სააკაშვილმა 100%ით იცის, თუ ვისგან და რისგან არის საჭირო გათავისუფლება.
ციხიდან გათავისუფლების მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზაა და ამისათვის საერთოდ არაა საჭირო პოლიტიკა, არამედ ამას ადამიანის ჯანმრთელობა და მედიცინა გააკეთებს.
რევოლუციების დრო გადავაგორეთ ყველამ ერთად.
საავადმყოფოში მისვლისათვის კი სხვა კრიტერიუმი და სხვა ადამიანებია საჭირო, ვიდრე პოლიტიკოსადწოდებულნი.
ამიტომაც,
მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის იმ ექიმების ხელში, რომლებსაც ეველებათ მის ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობა.
მიხეილ სააკაშვილს რომ საავადმყოფოში გადაიყვანენ, ეს გარდაუვალია.
და ასევე გარდაუვალია, უდისკუსიო და აბსოლუტურად ნათელია ისიც, რომ
ამ გზას ვერცერთი პარტია, ვერცერთი არჩევნების ვერცერთი ტური და ვერცერთი პოლიტიკოსი, საქართველოს ვერცერთი მოქალაქე ვერ დაიწერს საკუთარ დამსახურებად.
აი ესაა ფაქტი.
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა როგორც სრულიად თავისუფალი ადამიანი, რომელსაც არავისი არაფერი არ მართებს.
აბსოლუტურად არავისი.
არც ქართველის, არც სხვა ერის საქართველოს მოქალაქის, არც უკრაინელის და არც უკრაინელი რომელიმე პოლიტიკოსის,
არც ამერიკელისა და არც ევროგაერთიანების რომელიმე პოლიტიკოსის თუ საზოგადო მოღვაწის,
არც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის…
მას არავისთან ერთი მისხალი ვალი არ ექნება.
ერთადერთი მევალე, ვისთანაც მიშა სააკაშვილი იქნება ვალში, ეს არის ციხის ექიმი.
მხოლოდ და მხოლოდ ის
ციხის უბრალო ექიმი.”
კომენტარები