ჟურნალისტი დათო გორგილაძე:
,,პირველად იყო შიშის ნიადაგზე უკან დახევა.
ამას ახალგაზრდობის მიმართ უნიჭო, ყალბი პირფერობა მოჰყვა, რომლის უკანაც მკაფიო ზიზღი იკითხებოდა.
ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის შემდეგვე გამოკვეთეს მტრის ხატის კონტურები და გაცხადდა, რომ შურისძიება არ დაახანებდა. გადაფურთხებულის ალოკვა ცუდ გემოს ტოვებს ალბათ და სიამაყესაც გვარიანად ურახუნებს.
21 წლის ლაზარეს დაკავება 9-10 მარტსვე იყო გამოცხადებული. სახელი და გვარი არ იცოდნენ უბრალოდ. მნიშვნელობაც არ ჰქონდა. ჩათვალეთ ფოტორობოტით ეძებდნენ ტიპს, რომელიც მათ მიერ შექმნილი მტრის ხატის მსგავსი იქნებოდა.
მათი გათეთრება-გაშავების მანქანა ისეთ მარტივ ალგორითმზე მუშაობს, მისი შემქმნელების ნაცვლად მრცხვენია. დაბალბიუჯეტიანი ბლოკბასტერის (სიტყვა”ბოევიკი” მეტად მოუხდება) სცენარისტების დონეა.
არამგონია ქართული საზოგადოება მსგავსი ჟანრის მოყვარული იყოს.
მე ამ ახალგაზრდა კაცის ბაბუის მხნეობამ სასიამოვნოდ გამაკვირვა, ვაჟკაცი ბიჭია, უნდა გამაგრდესო.
ახლა საკუთარ თავებს ვკითხოთ: ჩვენ თუ ვართ ვაჟკაცები?
და, თუ ვართ, ოროსანი პროპგანდისტების მომზადებული კერძის თქვლეფა რა ვაჟკაცების საქმეა?!”
კომენტარები