პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე:
ძალზედ ნათელია რასაც ივანიშვილი აკეთებს. ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე ზემოქმედება, ჩემი აზრით, ქოცებისთვისაც ნამეტანია.
ისევ ძველი ვერსია – უკრაინა, თავისიანებმა გაწირეს…გამოძიება დაწყებულიც არ იყო, ტერაქტიდან წუთები იყო გასული, როცა ეს ვერსია შემოაგდო მთავრობამახლაც, დღეების წინ უკვე დააანონსა კობახიძემ იგივე – უკვე იცოდა, როგორც ჩანს, რომ ხეჩუაშვილს ,,დააკავებდნენ”.ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ.ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო.მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. სულ რაღაც ორ თვეში მოვა ის დრო, ყველაფერი რომ ცხადად გამოაშკარავდება.მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე…
PS. მაშინ მთელი პროპაგანდა ხეჩუაშვილის მამის ერთმა კომენტარმა ჩამოუქცია – რა კიევი, რის კიევი – მოსკოვში დადიოდაო.
ცნობისთვის, 2024 წლის სექტემბერში დააკავეს დარჩო ხეჩუაშვილი, მას 2016 წელს გივი თარგამაძეზე მომხდარი თავდასხმის გამო ეძებდნენ. გამოძიების მტკიცებით, ხეჩუაშვილი საქართველოში შემოსვლას უკანონოდ და მაიდენტიფიცირებელი საბუთების გარეშე ცდილობდა. წითელი ცირკულარით ძებნილი ყოფილი სამართალდამცველი, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ბრალდებით დაუსწრებლად იყო გასამართლებული. რვა წლის წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარი თავდასხმის შედეგად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გადარჩა, თუმცა დაშავდა შვიდი ადამიანი. დაკავების ფაქტს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან.
კომენტარები