დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია:
“ცხინვალის სეპარატისტულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. სულ 17 კანდიდატი იყო, რომელთაგან საარჩევნო კომისიამ 12 არ დაარეგისტრირა. მათ შორის ს.სანაკოევი, ე.კოკოითი და ი.გასეევი. რეგიონში არაოფიციალური მონაცემებით 35 ათასამდე ამომრჩეველია. მოქმედმა “პრეზიდენტმა” ა.ბიბილოვმა ვერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. პირველი ტური მოიგო პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა. დაინიშნება მეორე ტური.
ა.ბიბილოვის პარტიას “ერთობა” ეწოდება და საარჩევნო პროგრამა ეფუძნება რუსეთის შემადგენლობაში ერთიანი ოსეთის იდეას. უნდა აღინიშნოს, რომ ვლადიკავკაზში ამ იდეით აღფრთოვანებულები სულაც არ არიან. გარდა იმისა, რომ კავკასიელ ოსებს არ სურთ საქართველოსთან ურთიერთობის სამუდამოდ წახდენა, მათ ასევე არ სურთ ღატაკი და გამათხოვრებული ცხინვალის რეგიონის საკუთარ ბიუეტზე წამოკიდება. ესეც რომ არა, ვლადიკავკაზში კარგად აცნობიერებენ, რომ ოდესმე საქართველო აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას. მოკლედ, უპერსპექტივო საქმეა, რითაც მოსკოვი ცდილობს ქართველებსა და ოსებს შორის მუდმივი უკმაყოფილების მიზეზი გააჩინოს.
ბიბილოვი ვერ სარგებლობს რაიმე განსაკუთრებული ავტორიტეტით, მას საეჭვო კრიმინალური წარსული აქვს, ხელი აქვს გასვრილი ჩეჩნების სისხლშიც.. ამასთან, რუსეთმა მკვეთრად შეუმცირა დაფინანსება. ახლა ცხინვალი “მშრალზე ზის”. ხალხი მისი მმართველობით უკმაყოფილოა. უზურპირებულია სასამართლო სისტემა. ხშირია საპროტესტო აქციები. ერთიანი ოსეთი ისეა მისი სამაშველო რგოლია, რომელსაც ასრულება არ უწერია, თუმცა კრემლისგან გარკვეული მხარდაჭერით მაინც სარგებლობს. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები საბოლოოდ ა.გაგლოევმა მოიგოს. გაგლოევი ახალგაზრდაა, 41 წლის, უშიშროების ყოფილი ოფიცერია, მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის ომში.
თბილისი ცხინვალის არჩევნებს არ ცნობს, თუმცა დიდად არც ხმაურობს, რადგან ოფიციალური პოლიტიკის მიხედვით შესაძლოა რუსეთი გაღიზიანდეს, ხოლო უკრაინაში წარუმატებლობის გამო მოისურვოს საქართველოში სწრაფი ძლევამოსილი ომის საბაბად გამოიყენოს. იდეალური ლოგიკაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას სირაქლემას პოზაში კიდევ დიდხანს დავრჩეთ ბედნიერი სახით ქვიშაში თავით ჩარჭ…. ჩაფლული.
ბევრი იკითხავს – აბა რა უნდა ქნას საქართველოს ხელისუფლებამ?
ვუპასუხებ – საცა 10 წელი არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დღეს რაიმე პრევენციული ზომები მიეღო, ახლა ვერც ვერაფერს იზამს. მას შეუძლია დღეიდან მაინც დაიწყოს მომავალი რისკების გათვლა და მზადება, თუმცა, თუკი რუსეთი ყველაფერზე ღიზიანდება, ალბათ კარგი იქნება, თუ ჩაის ფინჯანში ერთი კოვზი შაქრით ნაკლებს ჩავყრით, რადგან რუსეთში ახლა ეკონომიკური კრიზისია და ნუ გავაბრაზებთ უწყინარ ჩრდილოელს.”
კომენტარები