ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა, “ტვ პირველის” ეთერში, ვაქცინაციაზე საუბრისას იმ პერიოდს იხსენებს, როცა თეა წულუკიანი ოპოზიციაში იყო:
“ვაქცინით დაჩიპვაზე საუბარებს, წინ უძღოდა 2009, თუ 2010 წელს აიდი ბარათები რომ შემოვიდა, მაშინდელი პათოსი – მახსოვს, პატრიარქს სინოდის წინა საღამოს ვთხოვდი, თქვენო უწმინდესობამ, ის მაინც განაცხადეთ კატეგორიულად, რომ ეს არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი-თქო. ახლა უნდა ვამხილო ყოფილი იუსტიციის მინისტრი, მაშინ როგორც ექსპერტი ისე იყო და გმობდა, როგორც ოპოზიციონერი, იძახდა, ადამიანების თავისუფლება ილახება აქო… აიძულებდა, პროვოცირებას უკეთებდა ეკლესიას, რომ დავპირისპირებოდით ხელისუფლებას აიდი ბარათების გამო და ალტერნატიული პასპორტებზე საუბრობდა. თვითონ გახდა იუსტიციის მინისტრი და დაავიწყდა ალტერნატიული პასპორტების პირობა რომ ჰქონდა… ასეთი ფარისევლური მმართველობაა.
შარშან რომ შეიკრიბა სინოდი, იმაშიც ვერ ჩამოყალიბდნენ, რეალურად კოვიდ19 არსებობს, თუ არ არსებობს, რიგი მღვდელმთავრები ამბობდნენ, რის კორონა, რა მორონაო… შეიძლება ვერ შევთანხმდეთ იმაზე, ვირუსი ხელოვნურია, თუ ბუნებრივი, მაგრამ ის, რომ რეალურად არსებობს და მილიონობით ადამიანი შეიწირა სამყაროში, ამაზეც ვერ შეთანხმებულად…”
კომენტარები