„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ჟურნალისტებთან განაცხადა. – “ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები.”
„როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებასა და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.
კომენტარები