მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ცენტრის „ლაბუნი“ ხელმძღვანელი, გიორგი კავკასიძე:
“გილეადმა ჰეპატიტი “C” ელიმინაციის პროგრამით ათასობით Harvoni (რომელიც 1 ტაბლეტი 1000$ ღირდა) რომ გვაჩუქა, გახსოვთ რა ამბავი ატყდა ? – “ქართველებზე ექსპერიმეტს ატარებენ”, “საცდელი ცხოვლები ვართ” , “კარგი რომ იყოს ჩვენ ვინ მოგვცემდა”…
ამ წამალმა რამდენი ადამიანი გადაარჩინა ღვიძლის ციროზით სიკვდილს, ვინმემ დათვალა?
ეხლა, მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა გვაჩუქეს და იგივე მეორდება “ექსპერიმენტული ვაქცინა”, “ჩვენზე ცდიან”, “უშვილობას იწვევს”…
ძალიან უმადური ხალხი ვართ, თან უვიცი…”
კომენტარები