„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„არ ვიცი როგორ დავინფიცირდი, ბევრს ვმოგზაურობ და ზუსტად ვერ ვიტყვი. უქმეებზე აჭარაში ვიყავი. ტესტი დღეს გავიკეთე და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი.
ახლო კონტაქტი არავისთან მქონია, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოვიფარგლეთ.
თავს ნორმალურად ვგრძნობ, მხოლოდ სიცხე მაქვს, სხვა არანაირი სიმპტომი. მკურნალობის კურსს სახლში გავდივარ, ოჯახის ექიმს ვეკონტაქტები“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ კუკავამ.
კომენტარები