თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორია ერთი თვით გადაიკეტება. კახა კალაძის განცხადებით, ამ მონაკვეთზე მიწისქვეშა გადასასვლელები კრიტიკულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაცია სჭირდება.
ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
კომენტარები