“კანონი და სამართლის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძის განცხადებას ეხმაურება:
„ყველაზე ნაკლები პრეტენზია, რაც კი შეიძლება გვქონდეს ივანიშვილთან ეს “პრეტენზიაა“ ანუ რატომ ცხოვრობდა ის ჭორვილაში, სხვა უბედურებებზე მოვთხოვოთ პასუხი, სახელმწიფო რომ მიიტაცა და დაანგრია, ჭაობში და კორუფციაში რომ ჩაალპო, თორემ ნეტავ კი ბევრმა მილიარდერმა მოინდომოს მყუდროდ რაიონში და სოფელში ცხოვრება და იმ კუთხის დახმარება. (როგორც დასავლეთის ქვეყნებშია)
მეტი დაფიქრება მართებთ პოლიტიკოსებს ამ ტიპის უხერხულ განცხადებას, როცა აკეთებენ და აკნინებენ სოფელს და რაიონს, რა კომპლექსებია რა ხდება, რა უბედურებააა ეს?! საშიშია ასე ფიქრი და აზროვნება!“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ნორმალური ფსიქიკის ადამიანი, ჭორვილაში არ უნდა ცხოვრობდეს.
კომენტარები