თბილისი (GBC) – ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პირველი მარტიდან დღემდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილია 1 457 526 პირი
ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ და აღნიშნა, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებებით, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი იქონია ბიუჯეტის შემოსავლებზეც.
აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი სრულად ამოქმედდება 2024 წლიდან.
კომენტარები