ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:
,,ვინც დიდი ხანია, აქ მყავხართ, ალბათ გახსოვთ, ჩემი არაბი მეგობარი, აბუ ჰამედი რომ დათვრა და ეკლესიაში თავი ძალით მომანათლინა. მეორე დილით რომ გაიღვიძა და ვითომ არ ახსოვდა:))))
მაგას ვურეკავ ხოლმე ყოველ ქრისტიანულ დღესასწაულზე და აუცილებლად ვულოცავ. თან თავისი ქრისტიანული სახელით, ნიკოლოზით მოვიხსენიებ. ცოტა ხნის წინ დავურეკე:
– ალ-მასიიჰ კაამა, ნიქულუზ ! – ქრისტე აღდგა, ვუყვირი არაბულად
– ბიქა, ქრისტე შეიძლება ნამდვილად აღდგა, მარა შენ რო დაგბრიდავ, არა მგონია იგივე შეძლო…
რა ქნაააას:))))) ❤️”
კომენტარები