რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ რუსული ესტრადის პრიმადონამ, ალა პუგაჩოვამ რუსეთი კვლავ დატოვა.
ალა პუგაჩოვამ რუსეთი პირველად, ოჯახთან ერთად, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე დატოვა, თუმცა აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა.
მედიასაშუალებები წერენ, რომ სავარაუდოდ, მომღერალი ამჯერად ქვეყანაში დიდხანს აღარ დაბრუნდება.
ამ ამბავს წინ უძღოდა ის, რომ რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, ტელეწამყვანი და არტისტი მაქსიმ გალკინი “უცხოელი აგენტების” სიაში შეიყვანა. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ გალკინი პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და ამავდროულად უცხოეთიდან, კერძოდ კი უკრაინიდან, იღებს დაფინანსებას. ამაზე პუგაჩოვამ ნახევრადხუმრობით მოსთხოვა რუსეთის მთავრობას, მეუღლის მსგავსად ისიც “ინოაგენტების” სიაში შეეყვანათ. შემდეგ ინტენსიურად ჩნდებოდა ინსტაგრამზე შვილებთან ერთად, ტყუპების სკოლაში მიყვანის ვიდეოებიც გაავრცელა.
კომენტარები