მღვდელი გელასი აროშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,ეს მთელი აჟიოტაჟი და ვაი-ვიში, ამ რუსულ ავიოფრენებთან და ზოგადად პრორუსულ ვექტორთან დაკავშირებით, სულ ტუფტა, ჟღალი და ხელოვნური ამბავია. ყოველ შემთხვევაში ჩვენი თაობის მხრიდან. არ ვიცი, შეიძლება ერთი-ორი არის კიდევაც ისეთი ვისთვისაც რუსული ნარატივი მართლაც ორგანულად უცხოა. მაგრამ ჩვენთვის, ვინც საბჭოეთში დავიბადეთ და ვიცხოვრეთ, სამყაროს აღქმის ისტორიულ-კულტურული ინტერპრეტაცია, აზროვნების მანერა და კიდევ უამრავი რამ, სრულიად იდენტური და საერთო გვაქვს რუსულენოვან სამყაროსთან, ”რაშენ პიპოლთან”. აი, ჩვენი შვილების თაობა ამ მხრივ ნამდვილად გადარჩენილია, და კიდევ კარგი რომ აცდა ამ ჭაობის მანკიერ ზეგავლენას, ჩვენ კი იმდენი რამ გვაქვს შესისხლხორცებული იმ საკონცენტრაციო ბანაკიდან, რომ სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, ისევ იმ წუმპეში აღმოჩნდეთ. და შესაბამისად, ამიტომაც არიან მრავლად ისეთები, ვინც დღემდე მისტირის სტალინს და ბრეჟნევს, ვისაც მძაფრი ნოსტალგია აქვს საბჭოეთისა და ვისაც უხარია რუსეთის ორბიტაში დაბრუნება. პარამეტრები გაინტერესებთ? – კი, ბატონო! – ჩვენი აზროვნება კვლავაც კოლექტიური, ჯოგური და სნობურია; ჩვენი კულტურული თვალსაწიერი კვლავაც საბჭოურია; ჩვენი ზნეობრივი შემადგენელი კვლავაც მეშჩანური, დაუნდობელი და პირუტყვულია; ჩვენი ინტელექტი, და თვით იუმორიც კი დღემდე, საბჭოური კინოფილმების, სპექტაკლების თუ რომანების ორღობეს ვერ გასცდა; ჩვენი ტრადიციულობა და პატრიოტიზმიც კი სტალინის დროს გადაღებული პროპაგანდისტული კინომატოგრაფით საზრდოობს და ა.შ.
ჰოდა, აწი ვივლით დასასვენებლად მონატრებულ ტუაპსეში, არმავირში და კისლოვოდსკში. ალალი და უსაყვედურო იყოს ჩვენზე ”გოროდ გეროი” სტალინგრადი, ვოლოგდა, ვორონეჟი, მუხასრანსკი.”
კომენტარები