„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ირანის სახელმწიფოსა და ხელისუფლებას შორის გარიგებებზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეიტანეს საკითხი, რათა ამ სისტემაში ჩართული პირები ანტიირანული სანქციების ქვეშ მოექცნენ.
„ბიძინა ივანიშვილმა ამ შემთხვევაშიც სამშობლოს არჩია მილიარდები. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ჩამოყალიბდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშია ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, უჩა მამაცაშვილი, დეპუტატები ოდიშარია და წულაია, რომლებიც გარიგებაში არიან ირანის ხელისუფლებასა და ირანულ კომპანიებთან, აშენებენ უძრავ ფრთებს, ჩამოჰყავთ ასეულ ათასობით ემიგრანტი, უხსნიან ეკონომიკურ ბერკეტებს სანქცირებულ ირანს.
ჩვენ ვდგავართ უდიდესი საფრთხის წინაშე, საბოლოოდ გადავშენდეთ როგორც ერი, რადგან ვერ გავუძლებთ 85 მილიონიანი ირანული ეთნოსის შემოტევას, ამ ყველაფრის სათავეში დგას ქვეყნის ხელმძღვანელობა. დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დავსვით საკითხი რათა აღნიშნული პირები მოექცნენ ანტი ირანული სანქციების იმ ახალ ტალღაში, რომელიც ამ დღეებში ამოქმედდა. ვფიქრობ, განგაშს უნდა იწვევდეს ის, რომ 134 ათასი უძრავი ქონება ბოლო წლებში დარეგისტრირებულია ირანელ მოქალაქეებზე.
სწორედ ირანიზაცია იყო ჩვენი პრობლემა ამდენი ხნის განმავლობაში და იდგა ჩვენი გადარჩენის საკითხი. ალბათ, გიორგი სააკაძე საფლავშია გადატრიალებული, რასაც უყურებს. უყურებს იმას, რომ ქართველთა ხელით ხორციელდება ირანიზაცია და არავითარი შაჰები და სულთნები არაფერ შუაში არ არიან”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
კომენტარები