„ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან არ არის სასარგებლო, მაგრამ ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება.“ – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა იმედა კევლიშვილთან დაკავშირებით, რომელმაც ენმ-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
“ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“ – ამბობს ბოტკოველი.
შეგახსენებთ, თელავში ნაციონალური მოძრაობის წევრმა იმედა კევლიშვილმა პარტია დატოვა და მიზეზად არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.
კომენტარები