ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ადოკატი, ვალერი გელბახიანი.
– ბატონო ვალერი, რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვრამია, რა მოხდა, რატომ შეიცვალა უცებ პოზიცია?
– დილით სტოკჰოლმში, ევროპის საქმეთა კომიტეტების შეხვედრაზე გაკეთდა დახურული მოხსენებები, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში ევროკომისიის რეკომენდაციის 12 პუნქტის შესრულება და საღამოს პრეზიდენტმა შეიწყალა ნიკა გვრამია. ეს ძალიან ნიშანდონლივია. სტოკჰოლმში ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ 12 პუნქტიდან ჯერჯერობით, მხოლოს 3 პუნქტია სრულად შესრულებული და 1 ნაწილობრივ. თუ ასე გაგრძელდება და დეკემბრამდე არ შესრულდება დარჩენილი პუნქტები, ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებთო. ხაზგასმული იყო, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი კვლავ რჩებიან 12 პუნქტის მოთხოვნებში და თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, დანარჩენი პუნქტები არ ჩაითვლება შესრულებულადო. იცით, რომ საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს საუკეთესო მომენტი გამოიყენონ ქვეყნის ინტერესებისთვის. შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უფრო ადრე უნდა მიეღო. ეს იყო შედეგი იმ ზეწოლისა, რომელსაც პირდაპირი ფორმით ანხორციელებენ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები ჩვენს ხელისუფლებაზე, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტპატიმრები და აუცილებელია პოლარიცაზიის ხარისხის შემსუბუქება. მით უმეტეს, მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი და თან, რა დანაშაულის გამოც დაიჭირეს, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებდა, არ შევიწყალებ გვარამიასო, მაგრამ ზურაბიშვილი არ არის ის პერსონა, რომელსაც შეუძლია გააჩეროს ან წინ წაიყვანოს ევროკავშირის სტატუსის ჩვენთვის მონიჭების პროცესი, ის ამ პროცესში არის ერთ–ერთი მექანიზმი. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში პირდაპირ, შესაძლოა, ულტიმატუმის სახითაც ეუბნებოდნენ, რომ შენს მთავრობას ნუ აბრალებ ყველაფერს, შენ რაც შეგიძლია გააკეთე ამ 12 პუნტის შესასრულებლად, როგორც პრეზიდენტს, რა ბერკეტებიც გაქვს გამოიყენეო. შეწყლების დისკრეციული უფლება ხომ გაქვს? შეიწყალე პოლიტპატიმრები და საქმით დაგვანახე, რომ შენ გინდა საქართველოს ევროკავშირის წევრობაო. სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაანახა სამყაროს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას არ უნდა ევროკანდიდატის სტატუსი, მე სარისკო და საჭირო ნაბიჯს ვდგამ და ჩათვლეთ, რომ კიდევ ერთი რეკომენდაცია შესრულდა იმ 12 რეკომენდაციიდანო.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადაახტა ბიძინა ივანიშვილს, გადალახა „წითელი ხაზები“?
– სალომე ზურაბიშვილი, ალბათ, თავს იმართლებს ბიძინა ივანიშვილთან, რომ სხვა გზა არ იყო, ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ საქართველო არ მოხვდეს სანქციების ქვეშ.
– ხელისუფლების მომხრეები ვერ არიან ხასიათზე. რა შეიძლება მოჰყვეს ევროპის მომხრე საზოგადოებასა და ხელისუფლების მომხრეთა შესაძალო დაპირისპირებას გვარამიას შეწყალების გამო?
– შეიძლება მცირე შეხლა–შემოხლა იყოს–ლანძღვა–გინება, სალომესაც მიუვარდებიან რეზიდენციაასთან და მის გადადგომას მოიხოვენ. სულ ეს იქნება, სხვას და ვითარების გამწვავებას არ ველოდები. ზოგიერები აქამდეც ითხოვდნენ და დღესაც მოითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მაგრამ იმდენიც არ იციან, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 სჭირეება ანუ 100 დეპუტატის ხმა.“ქარულ ოცნებას“ კი, თავისი სატელიტი პარტიებიანად არ ჰყავს 100 დეპუტატი. ესეც არ იციან და მაინც დაჟინებით ითხოვენ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
კომენტარები