ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ეს როგორ გაგიტუტუცებიათ ოპოზიციონერებს ელისაშვილი?
ტიპი ამბობს უგულავას, ბურჯანაძეს და ოქრუაშვილს მანდატები არ აქვთ და იდგებიან ქუჩაშიო.
ალეკო, ბურჯანაძის და ოქრუაშვილის პარტიებს იქნებ იმიტომ არ აქვთ მანდატები, რომ მათი ხმები შენ მოგაწერეს?
ახლა აღარ მოგწონს ოქრუაშვილი? შენი წიგნის პრეზენტაციაზე კარგად მიიწვიე და მარიაჟობდი, ასეთი კონსტრუქციული კონკურენტები ვართო. შენს გვერდით რომ დადგა, მაგის გამი კი იმსახურებს უმანდატოდ დარჩენას.
და კიდევ ეგ რომ ციხეში იჯდა მთელი ოპოზიციის ნაცვლად, შენ როგორც ამბობენ ხელისუფლებას ეკურკურებიდი და ეს ახლა უკვე ნათელია.
ან ციხეგამოვლილ უგულავას რა აქვს შენი სახსენებელი?
ნაცი იყო? ნაცების დროს შენ არ დააჭერინე რამდენიმე ადამიანი, ტვ კავკასიის ეთერში მომხდარი ჩხუბის გამო?
რამდენგან ყოფილა ეთერში ჩხუბი და პოლიცია არავის გამოუძახია.
ან ნინოს რა აქვს შენი წამოსაძახებელი? მილიონჯერ შესთავაზა ივანიშვილმა გარიგება, მაგრამ არ გაიყიდა.
ის არ წამოაძახო, რომ 2008 წლის ომში რეზერვისტად წახვედი, ბურჯანაძის ქმარიც იქ იყო და შვილიც.
2008 წელს ბურჯანაძემ სიის პირველ ნომრობაზე და პარლამენტის გარანტირებულ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა.
აგვისტოს ომის დროს შენს პრორუსულ რიტორიკაზე სხვა დროს მოვყვები, რის გამოც მაგრად გცემეს ბიჭებმა.
იმასაც მოვყვები 2010 წელს ვაზიანის ბაზას რომ მიადექი საეჭვოდ და რეზერვში ამიყვანეთო გაჰკიოდი.”

კომენტარები