სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით რთულია მსჯელობა, მიდის თუ არა ეპიდვითარება სტაბილიზაციისაკენ, თუმცა მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს რეკომენდაციების დაცვა. ამასთან, ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ ისევ აქტიურად მოუწოდებენ.
„ერთი დღის მონაცემებით რთულია ვიმსჯელოთ რამდენად მივდივართ სტაბილიზაციისკენ. ამას უახლოესი ერთ კვირა გვაჩვენებს. ჩემი აზრით, უნდა გავაგრძელოთ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ – მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. თუ იდეალურად დავიცავთ წესებს, დაახლოებით ორ კვირაში ჩვენთან უკვე ნელ-ნელა დაიწყება ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია“, – მიიჩნევს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

კომენტარები