უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში, ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.
კითხვაზე, სააკაშვილს შეეძლო თუ არა ამის გაკეთება, არესტოვიჩმა განაცხადა: „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.
კომენტარები