რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა ანასტასია ვასილიევამ განაცხადა.
გამოცემა Deutsche Welle-ს ცნობით, ალექსეი ნავალნის სისხლის ანალიზები მიუთითებს, რომ ოპოზიციის მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოსაა.
პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოს ბიოქიმიური ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ნავალნის სისხლის შრატში კალიუმის შემცველობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, ციხეში საკუთარი ექიმის შეშვების მოთხოვნით, შიმშილობა მარტის ბოლოს დაიწყო. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მას ფეხებსა და ხელებში მგრძნობელობა ეკარგება.
კომენტარები