პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, წონაში 8 კგ დაიკლო. ამის შესახებ ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ზე ვრცელდება.
“ყველა მოშიმშილე პატიმარი უნდა აიწონოს. ნავალნიც აწონეს. დოკუმენტების თანახმად, კოლონიაში ის 93 კგ შევიდა და ახლა იწონის 85 კგ-ს. ანუ ჯერ კიდევ შიმშილობის დაწყებამდე მან უკვე 8 კგ დაიკლო,” – აღნიშნულია ნავალნის Twitter-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ნავალნი წონის კლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მას დაძინების საშუალებას აძლევენ და ღამით ყოველ საათში აღვიძებენ. ის ამას წამების ფორმას უწოდებს. მანამდე ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა იმის გამო, რომ მას სამედიცინო დახმარებაზე უარი უთხრეს. ოპოზიციონერი ზურგისა და ფეხის არეში ტკივილს უჩიოდა.
ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოს თვეში რუსეთში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. ის კომატოზურ მდგომარეობაში სამკურნალოდ რუსეთიდან გერმანიაში იქნა გადაყვანილი, ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ კი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა, სადაც აეროპორტშივე დააკავეს და 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. 2 თებერვალს კი სასამართლომ რუს ოპოზიციონერს “ივ როშეს საქმეზე” პირობითი სასჯელი წესების დარღვევის გამო, რეალური პატიმრობით შეუცვალა 2,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ნავალნი სასჯელს 11 მარტიდან ვლადიმირის ოლქის პოკროვის გამოსასწორებელ კოლონი
კომენტარები