სპორტულ ცენტრ “იმედის” მწვრთნელი მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის განცხადებას ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ ალერგიული არ არის.
როგორც მან “ტვ პირველს” განუცხადა, აუზზე არსებულ მძიმე პრობლემებზე სასაუბროდ მერიაში თავად მივიდა, ხელმოწერებიც მიიტანა, თუმცა კახი კალაძესთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.
ირაკლი გვილავას განცხადება, რომ თითქოს მე ვარ ალერგიული, არის ტყუილი. რატომ ჩათვალეს ასე არ ვიცი. დამიდონ დოკუმენტი. სანამ მოხდებოდა ეს ტრაგედია, მე მანამდე ვიყავი მერიაში. იქამდეა შეტანილი 59 ადამიანის ხელმოწერა, ბატომ კახისთან შეხვედრაზე, რასაც ვერ მივაღწიეთ.
“აუზზე არის კამერები, ამოიღონ ბოლო ერთი თვის ჩანაწერები და ნახევენ ვინ ყრის (ქლორს), ან როგორ ამოწმებენ. იმიტომ მინდოდა ბატონ კახისთან მისვლა, რომ ასეთი ტყუილები არ დაიჯეროს. არ დაუჯეროს გვილავას, რომელიც ნომერ პირველი მატყუარაა. პირველივე მისვლაზე უნდა ჰქონოდათ რეაქცია, მერე რა რომ აუზის დირექტორი მაგის ახლობელია”– თქვა მწვრთნელმა.
ირაკლი გვილავა ამტკიცებს, რომ მწვრთნელი, რომელიც ამბობს, რომ მერიის აუზში ცუდად გახდა “ალერგიული ადამიანია”.
კომენტარები