ალერგოლოგი-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, “ტვ პირველთან” ვაქცინასთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს.
მითი, თუ რეალობა: – “ალერგიული თუ ხარ აცრა არ შეიძლება”
ბიძინა კულუმბეგოვი:
“რასაკვირველია უკუჩვენება, ფაიზერის ვაქცინისთვის, ასტრაზენეკას ვაქცინისთვის, სინოფარმის და სინოვაკისთვის არის, თუ ადამიანს პირველ დოზაზე დაემართა სისტემური ალერგიული რეაქცია ანაფილაქსია – მას მეორე დოზა არ უკეთდება.
არის კიდევ ერთი ასეთი უკუჩვენება – თუ ჩვენთვის უკვე ცნობილი, ვაქცინებში არსებულ ალერგენებზე აქვს ადამიანს ალერგია, მაშინ ვაქცინის გაკეთება იზღუდება.
რა არის ეს ნაცნობი ალერგენები და შეიძლება თუ არა მასზე მქონდეს ალერგიული რეაქცია? როგორ გავიგო, ვაქცინაზე სინჯი ხომ არ გავიკეთო? – უამრავი ადამიანი მწერს ამას.
ვაქცინაზე სინჯი არ კეთდება. ნივთიერება, რომელიც ალერგიას იწვევს მილიონიდან 5 შემთხვევაში, ფაიზერის შემთხვევაში და იგივე ასტრაზენეკას, სინოვაკის და სინოფარმას შემთხვევაში, მილიონიდან 1 ადამიანზე, ფაიზერში ეს არის პოლიეთილიმგლიკოლი, რომელიც არის კვებით მრეწველობაში და მედიცინაში ძალიან გავრცელებული, მაგალითად, უცხოეთიდან შემოტან ბევრ ნაყინშიც შედის. ვინმეს თუ ნაყინზე ანაფელაქსიური შოკი ჰქონია, მაშინ, რასაკვირველია, ჯერ მივიდეს ალერგოლოგთან, და მერე ჩაიტაროს ვაქცინაცია.
მსგავსი ტიპის შეზღუდვები, სეზონური ალერგია, ბრონქული ასთმა, თაფლის აუტანლობა, ტანზე გამონაყარი, კვებითი ალერგია, შოკოლადის აუტანლობა – ეს არ გახლავთ ვაქცინების უკუჩვენება და თქვენ შეგიძლიათ ხვალვე წახვიდეთ და ჩაიტაროთ ვაქცინა, ამას როგორც ალერგოლოგი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.
ეს ექიმებმაც უნდა გაითვალისწინონ, სამწუხაროდ, ხშირად ექიმები ეუბნებიან, ალერგიული ხართ? 30 3წლის წინ ლიდოკაინზე რეაქცია გქონდათ?”
კომენტარები