გიორგი ჯავახაძე, ალია
“ალია” გაფრთხილებთ, სოციალურ ქსელში გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც რუსული კაგებეს გავრცელებულ ფოტოებს აფრიალებენ და ცდილობენ, ოკუპანტების მიერ ქართველების გატაცება ქართველებსვე დააბრალონ, დიახ, გატაცებულებს დააბრალოს მათივე გატაცება, მზად არიან, სისხლის სამართლის დანაშაულებები დააბრალონ იქ მცხოვრებ ადამიანებს, ოღონდ რუსეთის მიერ, ჩვენი მოქალაქეების გატაცებები “გაპრავდეს”. არ დგას სუს-ი ამის უკან? მაშინ რატომ არ ავრცელებს განცხადებას, ან რატომ არ მოქმედებს? პარალელურად, ჯერ კიდევ ბოლო არჩევნებიდან მოყოლებული ოცნების მომხრეები შემოგვაპარებენ ხოლმე, აგერ ნახეთ, ღარიბაშვილი აფხაზეთსა და ოსეთს, თუ არ დააბრუნებსო. ხოდა რა იგულისხმება ამ დაბრუნება ვინ დაბრუნდება? ისინი ჩვენთან, თუ ჩვენ მათთან? სად დავბრუნდებით? საბჭოთა კავშირში? 3+3 ფორმატში? გაგვიჩნდა გონივრული ეჭვი, რომ იმ ადამიანების უკან, ვინც რუსული კაგებეს გავრცელებულ ფოტოებს აფრიალებს და საკუთარ მოსახლეობას ადანაშაუელბს, სუს-ი დგას და არ არის ასე, ბატონო პრემიერო? ოღონდ რუსს არაფერი დაბრალდეს და ყველაფერზე წახვალთ? ოკუპაციაც ჩვენი ბრალია, ახლა რომ ახალ ე.წ. საზღვრებს აწესებს რუსი – ეგაც ჩვენი ბრალია და ჩვენივე ეზოდან გატაცებაც ჩვენი ბრალია? იმის ბრალი არაა, პოლიციამ რომ აქა-იქ გყავთ დაყენებული? ხმას რომ არ იღებთ, მოქალაქეებს რომ ვერ იცავთ? იმას მაინც თუ ხვდებით მანდ ვინმე, რომ ამ მოქალაქეების ფოტოების ფრიალით, ადამიანებს, რომლებიც ისედაც უპატრონოდ არიან მიყრილნი, პირდაპირი გაგებით საფრთხის ქვეშ აყენებთ? როგორ შეხვდება ამ ფოტოების ქართულ მედიაში, ან სოც. ქსელში გავრცელებას რუსული მხარე და რას იზამს ხვალ? პირდაპირ ჩაცხრილავს ჩვენ ხალხს საკუთარ ეზოებში?
მოსაკლავად იმეტებთ, პრემიერო? თვითმკვლელობა რომ მოქალაქის უფლებაა, გავიგეთ და მკვლელობა ოკუპანტის უფლებაა და არა უშავს?!
კომენტარები