დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე მორიგ განცხადებას აკეთებს კონდიციონერებზე:
“ოჯახში მაინც ერთად ვართ. კი, ძირითადად ოჯახური კერები გვაქვს საქართველოში, სახლში კონდიციონერი არ ჩართოო არავის უთქვამს. აქ საუბარია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენებაზე.
მე რომ ახლა თავისუფალი ექსპერტი ვიყო, იმდენ რამეს ვიტყოდი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იქნებოდა. ჩვენ როდესაც რაღაცას აქ გადავწყვეტთ და ვურჩევთ ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენ მერე პასუხისმგებლები უნდა ვიყოთ იმაზე. ძალიან ადვილია რჩევების მიცემა, როცა პასუხისმგებლობა არ გაქვს”
მადლობა, ბატონო პაატა სახლში კონდიციონერის ჩართვის უფლება რომ მოგვეცით.
მადლობა, რომ აღიარეთ, როგორც იქნა, რომ თქვენ არ ხართ თავისუფალი ექსპერტი, არც თავისუფალი ეპიდემიოლოგი, თქვენ ხართ ჩინოვნიკი, რომელსაც აქვს სკამი და რომელსაც ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით სწორი რჩევებისთვის. კარგია, რომ პასუხისმგებლობაზე ალაპარაკდით, როგორც ჩანს, ახლა იმ ექიმებს ეძახით უპასუხისმგებლოებს, რომლებიც წერენ, რომ საშიშია დიდი ხნით ნიღბის ტარება –
“დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ჩასუნთქვის გამო, ვითარდება ჰიპოქსია, რაც თავის მხრივ იწვევს თავბრუსხვევას, დაღლილობას, ძილად მიგდებას, ოფლიანობას, კანის გამოშრობას და სუნთქვის უკმარისობას. სხვადასხვა პათოლოგიების მქონე ადამიანებში შეიძლება გამოიწვიოს გონების დაკარგვა, კომაში ჩაგდება, ჰიპერვენტილაცია, კუნთების მოდუნება და კრუნჩხვები!!! – ბიოსამედიცინო კორპორაცია “CALYPTE”-ს ჟენევის ფილიალის დირექტორი, ხათუნა ჯანჯალია”
რაც შეეხება თქვენ პასუხისმგებლობას:
ჯერ იყო და ვინც სიფრთხილეს არ დაიცავს და მოგზაურობის ისტორიის მქონე ადამიანს სამსახურში დაიბარებს ან მასთან მივა – შეუგნებელიაო და კი მიიყვანა სამსახურში გამყრელიძის ვაჟმა იტალიიდან ჩამოსული თანამშრომელი და კი მიუჯდა გვერდით.
მერე დააბრეხვეს, სააღდგომოდ ეკლესიაში გონიერი კაცი არ წავაო, ანუ, ვინც ახლა ეკლესიაში დადის ყველა სულელიაო და კი დადიოდა თურმე აგერ, ექიმი ლევან რატიანი მაგ დროს ყოველ საღამოს ჩუმად ტაძარში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ თქვა/წამოიცდინა კარანტინში ადგილები არ მაქვს ემიგრანტები რომ ჩამოვიყვანოო – პაატა იმნაძემ იმ დღეებში განცხადება გააკეთა – უსიმპტომო პაციენტებისგან ვირუსი არ გადადისო. შესაბამისად, ვისგანაც ვირუსი არ გადადის, კარანტინიც არ დასჭირდებოდათ, მათი ჭკუით, მაგრამ კიდევ კარგი, არიან საქართველოში ექიმები, რომლებმაც ვერ დააფარეს ხელი და თქვეს რომ ეს ასე არაა და უსიმპტომო პაციენტი ყველაზე საშიშია.
მანამდე, აი, პირბადეები რომ გაყიდვაში აღარ იყო და არც ქართული პირბადე იყო შემოსული და მოსახლეობა ნიღბების სასწრაფოდ შემოტანას ითხოვდა – იმნაძემ თქვა – პირბადის ტარება არ არის საჭირო – აგერ ახლა ევროპაში ვარ და არავინ დადის ნიღბითო… სასწაულებრივი დამთხვევით, როგორც კი პირბადეები გაყიდვაში გამოვიდე – მას მერე ნიღბის ტარება აუცილებელი გახდა, ახლა ჯარიმდები კიდეც რიგ ადგილებში თუ პირბადით არ ივლი.
ხოდა, პასუხისმგებლობას ვიღებ მე ჩემ სიტყვებზეო, თორემ, ისეთებს ვიტყოდიო – ისეთებიც გითქვამთ ბატონო პაატა და არც პასუხისმგებლობა აგიღიათ! აგერ პირბადეზე – შევცდიო, განაცხადეთ და მორჩა…
არადა, თუ ასეთი საშიშია პირბადის გარეშე სიარული, ვინ იცის, როგორ დაგვაზარალა მაშინ თქვენმა რეკომენდაციამ, ნიღაბი არ გჭირდებათო, რომ გვითხარით…
შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ღია სივრცეშიც აუცილებელია პირბადეო, რომ გვმოძღვრავთ, თავად 17 ადამიანთან ერთად რომ გადაიღეთ ფოტო და არც ერთს გეკეთათ პირბადე, არც დისტანცია დაგიცვიათ – ეგ მერამდენე შეცდომაა? მაინც და მაინც კონსულტანტი, მძღოლი, ფარმაცევტი, ოპერატორი უნდა დაიხრჩოს?
პირბადე რომ საკმაოდ ხშირად უნდა ვიცვალოთ და საკმაოდ ძვირი რომ ღირს, რომელი ფულით ვიყიდოთ, ჰკითხეთ პრემიერს, ბატონო პაატა, აბა.
პარლამენტში რატომ არ ითვალისწინებენ თქვენ რეკომენდაციებს, ეგეც იკითხეთ.
ნახშირორჟანგი რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ეგ გვითხარით.
სკოლების გახსნას აპირებთ სექტემბერში და ასთმით, გულით და სხვა ქრონიკული დაავადებებით დაავადებული ბავშვი ან მასწავლებელი გინდათ 5-6 საათი პირბადით დასვათ საკლასო ოთახში?
გვითხარით რეკომენდაცია, რამდენი საათი შეიძლება ეკეთოს ადამიანს პირბადე ისე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას?
გვითხარით, საშიშია თუ არა პირბადე, რომელზეც შეიძლება გაკეთებიდან 2 საათში უკვე უამრავი ბაქტერია იყოს?
გვითხარით და პასუხისმგებელიც იყავით ნათქვამზე!
თორემ, დღეს ტაქსის მძღოლი ამბობდა, ფსიქოლოგიური მომენტია, ხალხი რომ ხედავს პირბადით მოსიარულე ადამიანებს, შიშის გრძნობა აქვთ და ამიტომ დააწესეს შეზღუდვები და ჯარიმები, შიშში უნდათ რომ გვამყოფონ და სექტემბრისთვისაც ბერკეტს იტოვებენო.
რაც შეეხება კონდიციონერს, იმედია, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროში და დაავადებათა კონტროლის ცენტრში კონდიციონერი გამორთული გაქვთ.
აგერ თქვენი სიჯიუტე და აგერ ჩვენი მორჩილება, (როგორც ვხედავთ, ამ რეკომენდაციის მორჩილად შესრულებას ვაპირებთ) – სექტემბერში დავითვალოთ სტატისტიკა, წინა ზაფხულთან შედარებით რამდენი პროცენტით გაიზრდება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი გზების დაავადებები, ნევროლოგიური დაავადებები და მისგან გამოწვეული პრობლემები, ეპილეფსიის შემთხვევები და ა. შ. იმდენად დიდია სია, ყველას ვერ ჩამოვთვლით.
ეჰ, ბატონო პაატა, დღეს დაწერეს რომ ექიმებს და ექთნებს ხელფასები არ დარიცხვიათ მესამე თვეა და წარბი მაინც აგტოკებოდათ, ერთი სიტყვა მაგაზეც გეთქვათ, ისევ მართლისმთქმელ ექიმებს რომ გადასწვდით და უპასუხისმგებლოები ეძახეთ!
დღეს პრემიერმა ტურიზმის სწრაფად გახსნა მოგვილოცა – მართალია, არაფერი მოსალოცი აქ არის ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ტურისტის დიდი ნაკადი არასოდეს ჩამოდიოდა – მაგრამ, მოგვილოცა და ამ დროს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში ვირუსი მძვინვარებს, ადამიანები იხოცებიან.
რა ხდება, პატონო პაატა, ვერ დაარწმუნეთ პრემიერი, რომ ვირუსი არსებობს? აბა, თქვენ არ გჯერათ ახალი კორონავირუსის არსებობის? აბა, ტურისტები რომ ჩამოგყავთ დავუშვათ ჩეხეთიდან, როგორ გგონიათ, ჩეხეთიდან ვერ ჩამოვა ინგლისელი, გერმანელი, ამერიკელი, თურქი ტურისტი? ჩეხეთიდან მხოლოდ ჩეხი ტურისტი ჩამოვა? ავსტრიიდან? ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან?
არც ერთი ტურისტი არ გაჩერდება კარანტინში 14 დღე, თუ ტესტი აქვს აღებულიო და დაავადების პირველ დღეებში არ ჩანს ვირუსი ტესტირებაზე, სამი დღით ადრე შეუძლია ანალიზი აიღოს გამოფრენამდე – გავრცელების ყველაზე ხშირი ადგილი სწორედ თვითმფრინავი იყო – რატომ მიეცით დაპირება პრემიერს, რომ ტურისტი ვირუსს ვერ შემოიტანს, რატომ მიეცით საშუალება ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის მთელი გეგმა ტურისტულ ბიზნესზე აეგო?
ვისი პასუხისმგებლობა დადგება, თუ საზღვრების გახსნის და ტურისტების გახსნის შემდეგ ვირუსი ისევ აფეთქდება?
მაშინაც თუ მეორე ტალღა იქნება და მაშინაც, თუ არ იქნება, შეზღუდვა, აკრძალვა, უფულობა, უსამსახურობა, ჯარიმა – ყველაფერი უბრალო ადამიანებისთვისაა – მინისტრები, მთავრობა – არც რეკომენდაციას იცავს, არც აუცილებელ წესებს, არც პირბადეს იყენებს, არც ჯარიმდება, არც ხელფასი აკლდება, არც ტენდერს აკლებენ “ჯიგრულად” მეგობრებს და არც უფულობა აწუხებთ.
და ბოლოს, ისე, ცნობისთვის, მართალია მთელი მსოფლიო თქვენ გაქებთ და მწვანე ქვეყნების რიცხვში შევდივართ, თუმცა, ყველაზე წარმატებულ ქვეყნებად სხვები დასახელდნენ და ქართველები საზღვარგარეთ ვერ დაისვენებთო, იმიტომ გვითხრა გახარიამ, რომ სინამდვილეში ჯერ არც ერთ ქვეყანას არ მოუცია უფლება იქეთ ვესტუმროთ, ეს ჩვენ ვეხვეწებით ყველას, ჩამოვიდეს და ხალხს, რომელსაც ის 200 ლარიანი დახმარებაც არ ერგო, 20 ლარი მაინც გადაუხადოს.
ალია
კომენტარები