გუშინ, 17 აგვისტოს, “ალიამ” გაავრცელა ჟურნალისტ ზურაბ ბაუჟაძის ფოტოები მარნეულიდან – კერძოდ, ეს იყო ქართული ენისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების შემსწავლელი ცენტრი, რომლის მიმდებარე ტერიტორიაც სანაგვედ იყო ქცეული და ზურა წერდა – “სახელმწიფოს პოლიტიკას ეს ფოტო კარგად გამოხატავს.“
ზუსტად 24 საათში, სოციალურ ქსელში გავრცელდა იგივე ტერიტორიის ფოტო, სადაც ჩანს, რომ ადგილი უკვე დალაგებული და მოვლილია. ძალიან სასიამოვნო იყო ამ ფოტოს ნახვა და “ალიამ” გაარკვია, რომელი სოფელია ფოტოზე ასახული, ეს გახლავთ მარნეულის რაიონი, სოფელი დამიაგიურარხი!
სასიამოვნოა, რომ დამიაგიურარხის მკვიდრნი და ადგილობრივი მმართველობა “ალიას” კითხულობს, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ 24 საათში გამოასწორეს და დაალაგეს.
იმედია, ამ ცენტრში მეტი და მეტი ახალგაზრდა მივა და შემდეგ წელს, თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ამ ცენტრის ადგილას, უკვე ორჯერ ამაზე დიდი შენობა დაგვხვდება!
დიდი მადლობა, ზურაბ ბაუჟაძეს, რომელმაც გუშინ დანაგვიანებული ტერიტორიის ფოტოები გამოაქვეყნა!
კომენტარები