სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
ძალიან, ძალიან კარგად ჩანს ამ ფოტოზე რაც ხდება!
1. მაგიდის სათავესთან სხედან ერდოღანი და ალიევი! პუტინი კიდე რიგით წევრად დაუსვეს ლუკაშენკოს! დიახ ერდოღანი და ალიევი ის ორი ფიგურაა, რომლებიც ახლა კარნახობენ სამხრეთ კავკასიის დღის წესრიგს და ეხვეწება პუტინი, როგორმე სომხეთს შეეშვითო! ვისაც სხეულის ენა ცოტათი მაინც ესმის, ალიევის ჯდომის მანერაც ბევრ რამეზე მეტყველებს! დიახ, ალიევი ის ბიჭია, რომელმაც პუტინს თავზე გადაახია ОДКБ და მისი კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგაც! ის ბიჭია, რომელმაც ევროპას ღიად უთხრა, რუსეთი დაიკიდეთ 30%-ით გაგიზრდით გაზმომარაგებასო! კი ალიევი ის ბიჭია, რომელმაც პიუტინს თავზე ის ხელშეკრულებაც გადაახია, რომლითაც 2020 წელს ცეცხლი შეწყდა სომხეთში და მხარეები დაზავდნენ! ეს ყველაფერი კი ალიევმა ერდოღანის ზურგით გააკეთა!
2. ამ მაგიდასთან ზის ასევე ტაჯიკეთის პრეზიდენტიც, რომელმაც აგერ ყირგიზებს ომი გამოუცხადა თითქმის უკვე და ამან ცალკე სილა უთავაზა პუტინს და ОДКБ-ს სახეში!
3. არც ყაზახეთი დაგავიწყდეთ, რომელმაც გუშინ ოფიციალურად ფეხებზე დაიკიდა პუტინიც და რუსეთიც! ვაჭრობა მთლიანად ამერიკის კონტროლქვეშ გადაიყვანა და ევროპის გაზმომარაგებაზე იწყებს პასუხისმგებლობის აღებას!
4. არ დაგავიწყდეთ ის, რომ თურქეთიც და აზერბაიჯანიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან, უკრაინა საერთოდ მოძმე ერია ჩვენი! ჰოდა რეგიონში ჩვენი ,,ძმაკაცები” ხდებიან მთავარი მოთამაშეები და ჩვენი ხელისუფლება კიდე ამ დაჩმორებულ პუტინს უქიცინებს კუდს! დიახ, ჩვენ რომ ახლა ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, ცხინვალშიც და სოხუმშიც ქართული დროშა იფრიალებდა(არა ომით რაც მთავარია, მშვიდობით), ევროკავშირის წევრობის კანდიდატებიც ვიქნებოდით და საკმაოდ დიდი გავლენა გვექნებოდა რეგიონში!
გამოფხიზლების დროა საქართველო! ასეთი შანსი შეიძლება 1 საუკუნე აღარ მოგვეცეს აწი!
კომენტარები