სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
,,ომს აქვს ერთი კანონზომიერება, მას დიდი მოთხოვნები აქვს და ხშირად უმნიშვნელო პროდუქტიც კი შეიძლება სტრატეგიული გახდეს. როგორც წესი, მეომარი ქვეყანა, ან თავის ბუნებრივი სიმდიდრეების გაყიდვას იწყებს ჩალის ფასად, ან საგანძურს ხსნის და წლების განმავლობაში დაგროვილ სიმდიდრეს ცვლის მისთვის საჭირო პროდუქციაში ან კრედიტს იღებს მაღალ პროცენტში და თანაც მნიშვნელოვან შეღავათებს ან ესკლიზიურ ეკონომიკურ პრეფერენციებს ანიჭებს მსესხებელ სახელმწიფოებს ( ან საფინანსო ორგანიზაციებს).
რუსეთს აქვს ბუნებრივი რესურსი და დაგროვილი ფინანსები ( კრედიტებზე და საცავებიდან განძის გამოტანაზე ჯერ საქმე არ მისულა). მაგრამ, როგორც წესი, სადაც არის ფორსმაჟორული საფინანსო-სასაქონლო გაცვლები, არის ზემოგებები. ზემოგებებს კი ყოველთვის ყავს სქემების დამლაგებელ მაკონტროლებლები. რუსულ სახელმწიფოში, ომზე, ხელს პირველ რიგში კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები ( ნუ, ჯერ არაოლიგარქი მაღალჩინოსნებიც) ითბობენ. ითბობენ, ცოტა თბილი ნათქვამია, რუსეთის ძარცვის პირველ ხაზზე ისინი არიან. ძარცვის მეორე ხაზი კი ზემოგებაზე დახარბებული ბიზნესპოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი. მაღალი რისკის მიუხედავად, არაფრისგან ფულის კეთების ძალიან მაღალი პროცენტი ბიძინაზე გონიერ ადამიანს აურევდა თავგზას. 90-იანი წლების შემდეგ, რუსეთში კვლავ შესაძლებელია მოკლე დროში მილიარდიანი მოგებებზე გასვლა, თან 90-იანებისგან განსხვავებით აღარ არის საჭირო ქარხნების და სხვა უძრავი ქონებებისა ჯერ ხელში ჩაგდება და შემდეგ რეალიზება, არამედ პირდაპირ ცოცხალი ფული ტრიალებს. ეს კი რუსეთის ძარცვას კიდე უფრო მიმზიდველს ხდის.
საინტერესო პროცეს მიდის აზერბაიჯან-რუსეთს შორისაც, ალიევიც დიდი ცდუნების წინაშეა, მას სავარაუდოდ პუტინმა რუსული გაზის აზერბაიჯანულ გაზად ქცევის მაგიურ რიტუალში მონაწილეობა და შესაბამისად სრულ კომპანიონობა შესთავაზა. რას აირჩევს ალიევი, ფულს თუ ძალაუფლებას ეს ცოტა ხანში გამოჩნდება.
ჩვენ კი ოქტომბრის არჩევნები გველის, სადაც ივანიშვილი და ოცნება უპირობოდ მარცხდება. ოქტომბერში, ომის ქართული ხვრელი აუცილებლად ამოივსება, ოქტომბერში რუსული გაზის აზერბაიჯანულ გაზად ქცევის პროექტიც, ყველა ვარიანტში, კრახით დასრულდება.”
კომენტარები