საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი:
“ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცრებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები – ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები”
“რასაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში” – ღარიბაშვილი
კომენტარები