ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ ისრაელის პასპორტი ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში მიიღო. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “უნიან” “ტელეგრაფზე” დაყრდნობით წერს. ასევე ცნობილია, რომ დოკუმენტი ძალაში იქნება მომავალ წლამდე.
ადრე გავრცელდა ჭორები, რომ ალა პუგაჩოვა ისრაელის პასპორტის მფლობელი იყო, მაგრამ ამის მტკიცებულება არ არსებობდა. ახლა კი ეს ინფორმაცია გამოცემას სასაზღვრო სამსახურების წყაროებმა დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ ალა პუგაჩოვა, ომის დაწყების შემდეგ ქმართან და შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა, თუმცა აგვისტოს ბოლოს ის კვლავ რუსეთში დაბრუნდა. რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ალა პუგაჩოვას მეუღლე, მაქსიმ გალკინი „უცხოელ აგენტებად” გამოაცხადა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი რომან ხუდიაკოვი ალა პუგაჩოვას შვილიშვილების უკრაინის ომში გაგზავნით დაემუქრა, იმის გამო, რომ პრიმადონა კრემლის კრიმინალურ რეჟიმს გმობს.
კომენტარები