ყაზახეთის დასავლეთის რეგიონ მანგისტაუში საპროტესტო აქციები რომელიც მესამე დღეა გრძელდება. მიზეზი თხევადი ბუნებრივი აირის უეცარი, მკვეთრი გაძვირებაა.
3 იანვარს 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი ქალაქ ჟანაოზენის მთავარ მოედანზე და დემონსტრანტების ნაწილმა იქ ღამე გაათენა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ გაზის გაძვირება სხვა საქონელზეც აისახება და მათ შორის საკვების გაძვირებასაც გამოიწვევს.
პროტესტის ტალღაა ერთდროულად რამდენიმე ადგილას. 3 იანვარს დააკავეს რამდენიმე პირი.
ამ წუთებში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ალმათში ჯავშანტექნიკა შეიყვანეს. პროტესტი კი უფრო და უფრო მწვავდება. სოციალურ ქსელ ტვიტერში ადგილობრივი მოქალაქეები წერენ, რომ ყაზახეთის მთავრობა გეგმავს 5 იანვრიდან 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას.
აღმოსავლეთმცოდნე, მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“ალმათი ამ წუთებში – დემონსტრანტები წვავენ პოლიციის მანქანებს, საიდანაც ხალხს შეუტიეს.”
შეგახსენებთ, ერთი ლიტრი თხევადი გაზის ფასი 28 ამერიკული ცენტის ეკვივალენტურ თანხას გაუტოლდა, მაშინ, როცა 2021 წელსმისი ფასი 12-დან 14 ცენტის ეკვივალენტი იყო
კომენტარები