ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ფოტოებს და წერს:
“კი ვთქვი ამ დილას, 21 ნომერი ავტობუსით წავალ სამსახურში და ვაკის ამბების შესახებ ჩემს “კომპეტენტურ” აზრს მოგახსენებთთქო, მარა რად გინდა ?
15 წუთზე მეტ ხანს ტყუილად ველოდე.
არათუ 21, არამედ აცერთი ნომერი არ მოვიდა. “შეფერხებაო” ტაბლო მამცნობდა.
ალოო, მერია და სატრნსპორტო კომპანია, ორშაბათ დილას, როცა სამუშაო კვირა იწყება, რაის “შეფერხება” აგიტყდათ, თან ყველა ნომერზე ერთად ?
ეგაა ავტობუსების ინტენსიურად მოძრობის დაპირება ?
რა გაეწყობა, ვაკის მონახულება სხვა დროისთვის გადავდე, მარშუტკას გავყევი, რომელიც ვაკეში არ ხვდებოდა, თორემ სამსახურში დავაგვიანებდი !”
კომენტარები