მარი ბერძენიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ალოოო, ალოოოო!!! ქუთაისის მერიის ცხელი ხაზი 242651 საფიჩხიის ცხელი ხაზი 595389338
რატომ არ პასუხობთ? დაიყინა უსახურავოდ და უგაზოდ ინვალიდები და მოხუცები, გულის ახალნაოპერაციევი კაცის სახლის კარი ახურული აქვს სახურავს, ვერავინ შედის და გამოდის! ეს ხდება 26 მაისის 83-85 ნომრებსა და მიმდებარე ჩიხში!!!
Dato Liklikadze მერია რომ მოვნიშნე, ბავშვს რომ ბულერი უბრახუნებდა საძინებლის ფანჯარაზე და მოკვლით ემუქრებოდა, დამბლოკა თქვენმა სამსახურმა. ასე მოაგვარა მის ქალაქში არასრულწლოვანზე ძალადობის პრობლემა და ვერ ვნიშნავ ახლა. შენ როგორც ლამის ერთადერთ ნორმალურ კაცს მაგ შენობაში, გთხოვ, მიაწვდინო ეგებ ხმა ძლიერთა ამა ქალაქისანთა… დაიყინა ხალხი!”
კომენტარები