„ალფა გრუპმა“ IDS Borjomi Georgia-ში მისი კუთვნილი საკონტროლო პაკეტის გაყიდვისთვის ემზადება. საუბარია 55,8%-იან წილზე. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, IDS Borjomi Georgia-ში „ალფა გრუპის“ წილს, სავარაუდოდ, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე შეიძენს.
ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე სოფელი წაღვერიდანაა, ის უკვე დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს და ცნობილია, როგორც რუსული გავლენიანი ბიზნეს ჯგუფების პარტნიორი.
როგორც გამოცემა წერს, ქართული მინერალური წყლის ექსპორტის 50% რუსეთის ბაზარზე გადის. გამოცემა მიუთითებს, რომ „ალფა გრუპმა“ IDS Borjomi 2013 წელს შეიძინა ბადრი პატარკაციშვილისგან.
წყარო – კომერსანტი
კომენტარები