„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „კონსერვატიულ პარტიას“ კითხვით მიმართავს პარლამენტის დარბაზიდან და ამბობს:
„არ შემიძლია, არ შევეხო ახლად დაფუძნებული „კონსერვატიული პარტიისა“ და მისი ტელევიზიის „ალტ-ინფოს“ ქმედებას და რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული უყურებს უკრაინის მოვლენებს, თუ როგორ ბომბავს რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ერთი კითხვა მაქვს მათთან – ხვალ რომ საქართველო რუსეთთან ომში ჩაებას, ვის მხარეს იბრძოლებთ? თუ ისევ დარჩებით საკუთარ ოფისებში?
საქართველოში სიტყვის თავისუფლებაც და პარტიული არჩევანი ხელშეუხებელია, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა საზოგადოებაშიც ჩნდება, ე.ი. ეს პრობლემაა. დღეს ერთობა, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ქვეყანას. ერთმანეთს თუ დავაზიანებთ, მტერი აუცილებლად გაიმარჯვებს. თუ სადმე სიფრთხილეა საჭირო, უნდა ვიფრთხილოთ, მაგრამ თუ მეტია გასაკეთებელი, მგონია, რომ ეს ასეა. არ უნდა დავაკლოთ“
წყარო – ნეტგაზეთი
(ვიდეო) – “მომიწევს ადგილზე მუშაობა” – სად გაემგზავრა ზურაბ მახარაძე?
კომენტარები