ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ჩემო მეგობრებო,
არაერთხელ მიცნობებია და მომიყოლია თქვენთვის რუსორკების მიერ გატაცებული ადამიანების ამბები.
ერთ – ერთი ასეთი გატაცებული გახლავთ გუგუტიანთკარელი რამაზ ბეღელური, რომელიც ოკუპანტებმა 2020-2021 წლებში 4 ჯერ გაიტაცეს.
ამ 4 გატაცებიდან რამაზი 3 ჯერ სასტიკად სცემეს, უმეტესად კი თავში ურტყამდნენ.
ბოლო გატაცების და ცემის შემდეგ, როდესაც მან ტყვეობაში 2 თვე დაჰყო, მას განუვითარდა ეპილეფსია.
სამწუხაროდ, მას არანაირი ყურადღება არ მიაქცია ხელისუფლებამ და დღემდე ის თავისი ოჯახის დახმარებით ებრძვის ამ დაავადებას.
ამ წუთას ვიმყოფებით ეპილეფსიის ცენტრში და მას დაენიშნა კვლევები, მას ესაჭიროება გრძელვადიანი მკურნალობა.
რა თქმა უნდა ჩვენ მივმართავთ გორის გამგეობას დაფინანსებაზე და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მისი კვლევები დაფინანსდება.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, რუსორკები გატაცებულების 70-80% გატაცებისას ან შემდეგ სამხედრო ბაზაზე სასტიკად სცემენ.
რუსორკებს არანაირი საერთო არ აქვთ ადამიანებთან, ისინი უსისხლო მკვლელები არიან.
ვისაც კი რუსეთთან გინდათ, ვინც კი უკრაინასთან ომს ამართლებთ და რუსების მხარეს ხართ, უზენაესმა სამართალმა არ მოგაკლოთ გაგრას და ბუჩას მკვლელები 24/7/365.”
კომენტარები