ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:
დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ამ თემაზე აუცილებლად უნდა დავწერო!
მხოლოდ ბოლო ექვს თვეში არის შვიდი კონკრეტული შემთხვევა, რაც უშუალოდ მე ვიცი (თორე ისე იქნება უამრავი), როცა ადვოკატმა კლიენტს მისცა გარანტია შედეგზე და სანაცლოდ აიღო ჰონორარი.გარდა იმისა, სულ რომ დარწმუნებული იყო შედეგში, ამას კანონი კრძალავს! კლიენტს მისცე გარანტია! ასევე აღვნიშნავ, რომ არც ერთი ეს საქმე არ იყო 50% იანი იმედის მატარებელიც კი.ასეც მოხდა, ორი უკვე დასრულდა ნეგატიური შედეგით და ხუთი დიდი ალბათობით ასეთივე შედეგით დასრულდება…რომ არ ვფიქრობდე, ეს ფაქტები კიდევ გარძელდება, ჩავთვლიდი რომ რაც იყო იყო და არაუშავს, მაგრამ ზუსტად ვიცი წინ უამრავი მსხვერპლი კლიენტი (მოქალაქე) იქნება ასეთი “ადვოკატებისგან”.გასაოცარი ისაა, ამ “ადვოკატებში” ხშირად არიან ე.წ. “ცნობადი სახეებიც”… ზოგი ალბათ მეგობრებშიც მყავს …საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად მინდა ვთქვა, “ადვოკატი” რომელიც გაძლევს შედეგზე გარანტიას, ის იმთავითვე მატყუარაა, რომელიც მომავალში ისევ მოგატყუებს, როგორც კი დასჭირდება.მეორეს მხრივ ასეთ კატეგორიის “ადვოკატებს” მივმართავ!ამორალურია მსგავის ქმედება და რა თქმა უნდა ეს არის კანონის დარღვევა!…გასაჭირში მყოფი ადამიანი, რომელიც შენთან მოდის რათა უშველო და მას დახმარების ნაცვლად დამატებით ატყუებ და აზარალებ, ეს ძალზედ მდაბიო საქციელია და ასევე ამით ადვოკატის ინსტიტუტის ავტორიტეტს ანადგურებ!P.S. სულ რომ დარწმუნებული ვიყო შედეგში და ამავე დროს კანონიც არ მიკრძალავდეს გარანტიის მიცემას, ჩემი მორალი, პრინციპები და ღირებულებები არ მომცემს იმის უფლებას – ვიკადრო და ჩემთან, როგორც ადვოკატთან მოსული ადამიანს მივცე შედეგზე გარანტია და დაპირებით მოხიბლულ მოქალაქეს ჰონორარი გამოვართვა!P.S.1. მეათე წელია რაც ადვოკატი ვარ და პირველი შემთხვევაა, როცა ადვოკატზე ნეგატივს ვამბობ.უბრალოდ მსურს ამ საკითხში საზოგადოების ცნობიერება ავამაღლო, რომ კიდევ ახალი მსხვერპლი არ იყოს “ადვოკატისგან”P.S.2. ცუდია ის, რომ თითქმის ყველა ადვოკატმა იცის ასეთი ფაქტები, მაგრამ კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე არ ამბობს ამ ყველაფერს.(ისევე როგორც დიდხანს მეც ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან)
P.S.3. კოლეგებო დროა რაღაცეები საჯაროდ ვთქვათ! რომ ასეთ ადვოკატებს მინიმუმ დისკომფორტი შეექმნას და დავიცვათ ჩვენი პროფესიის რეპუტაცია და ავტორიტეტი!
კომენტარები