საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში, წერს:
რაც უფრო მეტს ცდილობენ შაქარაშვილის საქმეზე “ეშმაკის ადვოკატები” საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფთა ლამის უმანკოების დასამტკიცებლად, მით უფრო ამყარებენ აზრს იმის შესახებ, რომ თავად უკიდეგანო თახსირები არიან.
მათი დასაცავების მიმართ არანაირი თანაგრძნობის სივრცე არ რჩება.
უმეტესი მათგანი – დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომ ნაძირალაა, მკვლელი, მკვლელობის ხელშემწყობი, დანაშაულის დამფარავი, კარგი კი არა – ახვარი ბიჭი თუ გოგო, ეს უკვე მოცემულობაა.
ამათ სიძეობას და რძლობას რომ ინატრებს ისეთი ოჯახი დარჩა საქართველოში?
მშობლებს კი, ვისაც გაცნობიერებული აქვს საკუთარი შვილების მორალური ხვედრი შემიძლია ვუთანაგრძნო…
ვინც ჩალიჩობს, მათ ნამუსზე მაინც ვერ შეაგდებ კაცი. რადგან ცხადზე უცხადესია – არ აქვთ.”
კომენტარები