მარიამ ხაჩიური, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“მოგესალმებით. მინდა დავწერო ბაღზე რომელსაც არცერთი მშობელი არ უნდა გაეკაროს!!!!
მყავს 2 წლის გოგონა, რომელიც თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო გამართულად მეტყველებს და სწორედ მისი დამსახურებაა რაც დღეს გადაგვხდა….
3 კვირის წინ მიმყავს კერძო ბაღში. მხვდება ბაღის დირექტორი, ძალიან ბედნიერი სახით, მესაუბრება მოწიწებით მათვალიერებინებს ბაღს. ნორმალური სიტუაცია იყო. დავსვი კონკრეტული კითხვები. ერთერთი იყო არის თუ არა ბაღში კამერები? პასუხი კი არის!! ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მობრძანდეთ და მთელი დღის ჩანაწერს გაჩვენებთო…. დავკმაყოფილდი პასუხით და მეორე დღიდან ეტაპობრივად დავიწყე ბავშვთან ერთად სიარული. გავიდა 3-4 დღე და უკვე მთელი დღით დარჩა. შესაბამისად გრაფიკში ჩავჯექით და 10-7-მდე იყო ბაღში.
გადის 1 კვირა მირეკავენ 7ის ნახევარზე და მეკითხებიან სად ვარ? ვუთხარი ახლოს ვარ ხომ მშვიდობათქო? კი კი გადასამოწმებლ ვრეკავთო. მივედი ბაღში და ვეძახი ჩემს შვილს ალექსანდრა დე მოვედითქო…. გამოდის სხვა ჯგუფიდან მარცხენა მხარეს სახე დალურჯებული და უკან მოყვება ბაღის დირექტორი ქალბატონი დაჯი იცით ალექსანდრა სკამიდან გადმოვარდაო… იქ რაც მოხდებოდა ხომ წარმოგიდგენიათ. გავაქანე ექიმთან საფეთქელს ოდნავ იყო აცილებული. ამხელა შესიება გემატომად არ დარჩენოდა ყველას გვეშინოდა მაგრამ გადავრჩით…
არანაირი ზომები არ მიუღიათ. დამირეკეს ბაღის მასწავლებელს ვუშვებთო პასუხიგბლობა თვითონ მოიხსნა მომენტალურად. მეთქი ასეთი რამ შეიძლება ჩემს გვერდითაც მომხარიყო მაგრამ სხვა ჯგუფში ნუ უშვებთ ბავშვს არ შეიძლება ისედაც 5 წლის ბავშვებში რომაა ცოდოათქო. ნუ რაღაცნაირად გავერკვიეთ და გავაგრძელეთ სიარულია ( აქ შევცდი ).
2 დღეა ლექსანდრა სრულ ისტერიკას იმართებდა დილით რომ მიმყავდა ბაღში, რომ ვეკითხებოდა რამე ხომ არ გტკივათქო მპასუხობდა: მტკივა მაგრამ არ თქვა…. გუშინ დაიწყო ექიმი იყო ბაღშიო და გამსინჯაო. მერე ვეკითხები რამე გტკიოდათქო? არაო და იცინის თან ეტირება. ეს ხდება 2 წლის ბავშვთან… არ მინდა ბაღში გეხვეწებიო დილიდან არ ამბობდა სხვას არაფერს. ღამე გაგვათენებინა თან მუცელიც სტკიოდა. დილით მე და ჩემი მეუღლე მივდივართ და ვხვდებით ბაღის დირექტორს დარეჯანს. ვეკითხები რომ ხომ არ იყო ექიმი, თუ იყო მე რატომ არვიცი, რა ჭამა გუშინ და ზოგადად რატომ არ უნდა ბავშვს ბაღში . აქ დაიწყო ამ “ქალმა” კივილი. შენს შვილს სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება…. 2 წლის ბავშვი რომელსაც დედასთან ამბები მიაქვს ფსიქოლიგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოსო. კივის და არ ჩერდება. ჩემი მეუღლე მშვიდი ტონით სთხოვს კამერების გადახვევას რაზეც გვპასუხობენ რომ კამერები არ გვაქვს და ეს მხოლოდ ბუტაფორიაა…. თან განაგრძობს ტონის აწევას. ყველა გამოვედით წყობიდან. თან ჩემი მეუღლე ეუბნება რომ ბავშვების თვალწინ ნუ კივის. მე მშობელი ვარ და მოგმართეთ კითხვით და პასუხად რას ვიღებთო? მშვიდად მოვედით აქ კი ასეთი ამბები აგვიტეხეთთქო. ამდენი ტყუილი კიდევ…. ჩამილაგეთ ნივთები და როცა არ იქნებიან ბავშვები მერე გავარკვიოთთქო. წამოვედით გაოგნებულები, მოტყუებულები,უპასუხოდ დარჩენილები და აქეთ გალანძღულები ! არვიცი რა სჭირს ბავშვს. დადის გაჩუმებული. არ თამაშობს ძველებურად, ეშინია, ღამე ტირილით იღვიძებს. გახდა….. ჩემი ნაფერები და ნალოლიავები შვილი რომელიც მთელი დღე თავისთვის დადოოდა და ხატავდა ან დიდი გოგოსავთ იჯდა და თმაშობდა…. არ გაეკაროთ. არაპროფესინალების და არაადამიანების ბუდე!!! გზაში მირეკავს და თან 350 ლარს მირიცხავს მშვიდობიანად დავემშვიდობოთო…. არვიცი მეტი რა ვქნა , სადაც შეიძლება დავწერ ყველგან!!!!”
“ალიამ” სცადა საბავშვო ბაღთან დაკავშირება, თუმცა, საიტზე მითითებულ მობილურის ნომერს, ამ ეტაპზე, არავინ პასუხობს.
კომენტარები