ექიმი, ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, აქვეყნებს ლინკს და წერს:
“ცნობილი მეცნიერის ჯონ იოანიდისის (John P.A. Ioannidis – სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის, ეპიდემიოლოგიის, ბიოსამედიცინო მეცნიერებისა და სტატისტიკის პროფესორი) ახლად გამოქვეყნებული მოკლე, სამეცნიერო-ფილოსოფიური ესე – „როგორ ცვლის პანდემია მეცნიერების ნორმებს“ (https://www.tabletmag.com/…/articles/pandemic-science), სრულად ასახავს იმ მიზეზებს, თუ როგორ აღმოჩნდა მთელი სამყარო ამ უმძიმეს სამეცნიერო და მენტალურ კრიზისში. ამ ლაკონურ პუბლიკაციაში, თითოეული ფრაზა და წინადადება მნიშვნელოვანი და ღირებულია, თუმცა გამოვყოფდი სამ საკვანძო საკითხს ციტატების სახით:
„მოხდა შეტაკება აზროვნების ორ სკოლას, ავტორიტარულ საზოგადოებრივ ჯანდაცვას და მეცნიერებას შორის და ამ ბრძოლაში მეცნიერება დამარცხდა“
„ფართოდ იქნა შეწყნარებული აზრი იმის შესახებ, რომ მეცნიერება არ არის უნივერსალური, არამედ განეკუთვნება მუდამ მზარდი იერარქიული ელიტის კუთვნილებას, ექსპერტთა უმცირესობის სფეროს. გიგანტური ფინანსური და სხვა ტიპის ინტერესთა კონფლიქტები აღმოცენდა მეცნიერების წიაღში“
„2020 წლის ბოლოს, მხოლოდ ავტომობილების ინჟინრებს არ ჰქონდათ სამეცნიერო პუბლიკაცია კოვიდ-19 ის შესახებ. 2021 წლის დასაწყისში, ავტომობილების ინჟინრებსაც გაუჩნდათ თავიანთი წონადი სათქმელი.“
სწორედ სრული ავტორიტარიზმი, კრიტიკული აზრის და დისკუსიის არ არსებობა, უზარმაზარი ფინანსური ინტერესთა კონფლიქტები და სრული დილეტანტობა – გახდა მიზეზი იმ ჭაობისა, სადაც შევტოპეთ და საიდანაც გამოსვლა უკიდურესად ძნელი იქნება.
ყველას გირჩევთ გაეცნოთ ამ საინტერესო სტატიას.”
კომენტარები